წიგნში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განხილულია კოსმეტიკაში გამოყენებული ქიმიური ნაერთები და მათ ბაზაზე მიღებული კოსმეტიკური საშუალებები. მასში მთელი სიღრმითაა გადმოცემული ამ ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და მოქმედების ასპექტები. ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ქიმიის, ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრებისათვის, ის დახმარებას გაუწევს აღნიშნულ დარგში მომუშავე დოქტორანტებს, მეცნიერთანამშრომლებსა და ახალგაზრდა ქიმიკოს-ტექნოლოგებს.